ახალი ამბებირეკლამა

ტოპ|ქარდის და „ელიტ ელექტრონიქსის” ერთობლივი აქცია

26 ნოემბერი, 2020 • 1263
ტოპ|ქარდის და „ელიტ ელექტრონიქსის” ერთობლივი აქცია

ყველას, ვინც ტოპ|ქარდს 31 დეკემბრამდე აიღებთ, „ელიტ ელექტრონიქსში“ პირველი შენაძენის ღირებულება 10 თვეზე უპროცენტოდ გადაგინაწილდებათ. შეძენილი ნივთის საფასურს არაფერი დაემატება, ზუსტად გაიყოფა 10-ზე და ყოველ თვე ღირებულების მეათედს დაფარავთ თანხის ერთბაშად გადახდის ნაცვლად.

ამასთანავე, ტოპ|ქარდის აღება დისტანციურად, რე|ბანკის ფილიალში მოსვლის გარეშეც არის შესაძლებელი და თან სრულიად უფასოდ. ტოპ|ქარდს არც გაცემის და არც მომსახურების საკომისიო ემატება. უფრო მეტიც! რე|ბანკის კურიერი მას თბილისის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე სრულიად უფასოდ მოგიტანთ.

თუ უშუალოდ ელიტ ელექტრონიქსში მოხვდებით, შეგიძლიათ ბარათი იქვე აიღოთ სრულიად უფასოდ და თან სულ რამდენიმე წუთში. მაღაზიების სია, სადაც ადგილზევე შეიძლება ტოპ|ქარდის მიღება, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://rbnk.ge/Branches

შემოთავაზებული აქციით სარგებლობა იმ შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, თუ „ელიტ ელექტრონიქსში“ ტოპ|ქარდით პირველი შენაძენის განხორციელებამდე  ბარათით ნებისმიერ სხვა ობიექტში თუ ონლაინ მაღაზიაში იშოპინგებთ.

რა არის ტოპ|ქარდი?

 ტოპ|ქარდი რეალურად 0%-იანი განვადების ბარათია – თუ მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების შემოთავაზებულ ვადებსა და პირობებს დაიცავს, მისი შენაძენის ღირებულება ყოველგვარი დანამატის გარეშე, თანაბრად გადანაწილდება პარტნიორი სავაჭრო ობიექტის მიერ განსაზღვრულ თვეებზე.

ბარათზე განვადების ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება შეუზღუდავადაა შესაძლებელი და მომხმარებელს ყოველ ახალ შენაძენზე ახალი განვადების დამტკიცება არ უწევს.

ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში. ამასთან, მომხმარებელს ეძლევა საშუალება 45-დღემდე უპროცენტო პერიოდით გაანაღდოს მის ტოპ|ქარდზე დაშვებული ლიმიტი.

როგორ ხდება ტოპ|ქარდის შეკვეთა?

ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს დადასტურებული შემოსავალი და სურს ტოპ|ქარდის აღება, ამის გაკეთება ონლაინ შეუძლია ბმულზე: https://rbnk.ge/App. დისტანციური იდენტიფიკაციის და განაცხადის შევსების 2-წუთიანი პროცედურა ძალიან მარტივია. დადასტურების შემთხვევაში კი ბარათს რე|ბანკის კურიერი თბილისის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მიიტანს.

რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში rebank.ge+995 32 222 25 25 | *2525

მასალების გადაბეჭდვის წესი