ახალი ამბები

საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, გარდაცვლილია 2 ადამიანი

26 ნოემბერი, 2020 •
საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, გარდაცვლილია 2 ადამიანი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

“ნეტგაზეთი” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც ცდილობს და ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი