ახალი ამბები

ალბათ, ჩემი შეცდომაც იყო, რომ ღონისძიებების უფრო გამკაცრება არ მოვითხოვეთ — იმნაძე

25 ნოემბერი, 2020 • 1571
ალბათ, ჩემი შეცდომაც იყო, რომ ღონისძიებების უფრო გამკაცრება არ მოვითხოვეთ — იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, მისი შეცდომაც იყო, რომ შეზღუდვების გამკაცრება არ მოითხოვა.

მისი თქმით, ეგონათ, რომ საზოგადოებამ რეკომენდაციების დაცვა გაითავისა და შეზღუდვების გამკაცრება საჭირო აღარ იქნებოდა.

“ალბათ, ჩემი შეცდომაც იყო, რომ ღონისძიებების უფრო გამკაცრება არ მოვითხოვეთ და წინააღდმეგი წავსულიყავით იმ ლიბერალიზაციის, რომელიც ზაფხულში იყო. რატომღაც ყველას გვეგონა, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ისეთი ერთსულოვნება გამოავლინა გაზაფხულზე და იმდენად კარგი მაგალითი აჩვენა, რომ ადამიანებმა გაათვიცნობიერეს, რომ თავისუფლება დამოკიდებულია შენს ქცევაზე”, — განაცხადა პაატა იმნაძემ “ფორმულას” ეთერში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი