ახალი ამბები

გაზაფხულისთვის ჩვენი მოსახლეობის 15-20% იმუნური იქნება — იმნაძე

25 ნოემბერი, 2020 • 1009
გაზაფხულისთვის ჩვენი მოსახლეობის 15-20% იმუნური იქნება — იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ გაზაფხულისათვის საქართველოს მოსახლეობის 15-20% კორონავირუსის მიმართ იმუნური იქნება.

ასე უპასუხა მან “ფორმულას” ეთერში ჟურნალისტის რეპლიკას, რომ გაზაფხულის დასაწყისასთვის საქართველოს მოსახლეობის ნახევარს თუ არა, ნახევარზე ცოტა ნაკლებს კორონავირუსი გადატანილი ექნება და შესაძლოა ვაქცინაც აღარ იყოს საჭირო.

იმნაძის თქმით, ქვეყანას ვაქცინა მაინც დასჭირდება.

“ეს პერიოდი გვექნება დღეში 3 ათასი. ახლა გამოცხადდება ორთვიანი გეგმა, როგორ და რანაირად იქნება შეზღუდვები. ჩვენ ველოდებით, რომ მერე ნელ-ნელა ტემპი მოიკლებს. როდესაც მატება ასე უცებ ხდება, სამწუხაროდ, კლება ასე უცებ არ ხდება ხოლმე. ორი კვირის თავზე დავინახავთ პირველ შედეგებს. გაზაფხულამდე პერიოდში ჩვენ, რა თქმა უნდა, შემთხვევები გვექნება, არა ერთი და ორი, არამედ ბევრი, მაგრამ არც იმდენი. ჩვენი პროგნოზით, გაზაფხულისთვის ჩვენი მოსახლეობის 15-20% იქნება იმუნური. ეს ბევრი არ არის, ვაქცინა მაინც დაგვჭირდება”, — განაცხადა იმნაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი