ახალი ამბები

დაბა ჯვარის ტყეში მონადირეს იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა — საგანგებო

25 ნოემბერი, 2020 • 814
დაბა ჯვარის ტყეში მონადირეს იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა — საგანგებო

წალენჯიხაში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჭრილი მონადირე ტყიდან მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს. მათივე ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა.

შესაბამისად, მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავთ საავტომობილო გზამდე, სადაც მათ სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან, დაჭრილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ”, — ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი