ახალი ამბები

საზ.ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობა მიდის – გამყრელიძე

25 ნოემბერი, 2020 • 842
საზ.ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობა მიდის – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვებზე მსჯელობს, თუმცა, კონკრეტულად რა სახით, მან ამ ეტაპზე კომენტარი არ გააკეთა:

“მე ჩემს რეკომენდაციებზე ვსაუბრობ საკოორდინაციო საბჭოზე. მე გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ასევე, საკოორდინაციო საბჭო სხვა შეზღუდვების შემოღებაზეც მსჯელობს და ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დიდი ალბათობით ხვალ, 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი