ახალი ამბები

მაშველებმა სამუშაოს დროს ნანგრევებში მოყოლილი მუშა უვნებლად ამოიყვანეს — საგანგებო

25 ნოემბერი, 2020 • 1021
მაშველებმა სამუშაოს დროს ნანგრევებში მოყოლილი მუშა უვნებლად ამოიყვანეს — საგანგებო

მეხანძრე-მაშველებმა წყალტუბოში ადამიანი ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით,  “112-ში” შევიდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშა მიწისა და ქვების მასაში მოჰყვა და მაშველების დახმარება სჭირდებოდა.

“ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცი მიწის მასიდან ამოიყვანეს”, — აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, გადარჩენილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე შეამოწმა და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა საჭირო არ გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.