ახალი ამბები

გარდაიცვალა 34 ადამიანი , გამოვლინდა 3071 ახალი შემთხვევა | 25 ნოემბერი

25 ნოემბერი, 2020 • 813
გარდაიცვალა 34 ადამიანი , გამოვლინდა 3071 ახალი შემთხვევა | 25 ნოემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 366 პირი.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 114 889 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  95 581 ადამიანი და გარდაიცვალა 1 085.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197.  მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. თბილისის საავადმყოფოებში –   2 712, აჭარაში – 1 010, იმერეთში – 1 241.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში – 140, იმერეთში – 214. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 49, იმერეთში – 42.

3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 – თბილისში,  2 047 – აჭარაში, 262 – იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი