ახალი ამბები

იმნაძე: ჩვენი გათვლით საქართველოში დღეში 10 000-მდე ახალი ინფიცირებულია

24 ნოემბერი, 2020 • 1593
იმნაძე: ჩვენი გათვლით საქართველოში დღეში 10 000-მდე ახალი ინფიცირებულია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე “რუსთავი 2”-თან ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ქვეყანაში ყოველდღიურად ახალი კორონავირუსის 4 000-მდე ახალი შემთხვევა დასტურდება, რეალურად ეს მონაცემი 10 000-ს აღწევს.

იმნაძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გათვლებით, საქართველოში დღეში 10 000 ახალი ინფიცირებულია, თუმცა მათ ნაწილს დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქად გადააქვს, რის გამოც ტესტს არ იკეთებს და ჯანდაცვის სისტემაში ვერ ხვდება:

“2-3- ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით ახლა 10 000-მდე მაინც არის დღეში ახალი ავადმყოფი მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეში 10 000 ახალი შემთხვევა არის, რაც რეალურად ხდება ახლა. ეს ადამიანები უბრალოდ არიან უსიმტპმოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან, გაიტესტონ და ჯანდაცვის სისტემაში მოხვდნენ”, – ამბობს პაატა იმნაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი