ახალი ამბები

25 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

24 ნოემბერი, 2020 • 1253
25 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, სოფელი დიღმისთვის წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების გამო ხვალ, 25 ნოემბერს ერთი დღე-ღამის განმავლობაში აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

მერიაში ამბობენ, რომ სამუჭაოები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წრიულ სამანქანო ზოლში ჩატარდება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მერიაში ამბობენ, რომ მძღოლებს ავტომობილების მობრუნება მომდევნო წრიულ ზოლში შეეძლებათ:

“თბილისის მერია სოფელი დიღმისთვის წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წრიულ სამანქანო ზოლში ჩატარდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, 25 ნოემბრიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მძღოლებს ავტომობილების მობრუნება მომდევნო წრიულ ზოლში შეეძლებათ” ,- აცხადებენ მერიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი