ახალი ამბები

იუტას უდაბნოში მეტალის მონოლითი იპოვეს

24 ნოემბერი, 2020 • 1646
იუტას უდაბნოში მეტალის მონოლითი იპოვეს

იუტას უდაბნოში 3.6 მეტრის სიმაღლის მეტალის მონოლითი იპოვეს, რომელიც მიწაშია ჩაფლული. ობიექტი ვერტმფრენის ეკიპაჟმა იპოვა, რომელიც აშშ-ის იუტას შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბინადარ ცხვრებს იკვლევდნენ.

როგორც BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, ეკიპაჟი, რომელმაც მონოლითი აღმოაჩინა ამბობს, რომ ობიექტი ციდან შენიშნეს და დაშვება გადაწყვიტეს. პილოტი ვარაუდობს, რომ მონუმენტი სტენლი კუბრიკის საკულტო ფილმის, “კოსმოსური ოდისეის” ფანმა განათავსა, ან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშია.

იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა გასულ კვირას უდაბნოში ნაპოვნი მონოლითის ფოტო და პრესრელიზი გაავრცელა:

“არალეგალურია სტურქტურების ან ხელოვნების ნიმუშების აგება სახელმწიფოს მიერ მართულ საჯარო სივრცეებში ავტორიზაციის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პლანეტიდან ხართ”, – წერია დეპარტამენტის განცხადებაში.

BBC წერს, რომ უწყება მონოლითის ზუსტ ადგილმდებარეობას არ ასაჯაროებს, რამდენადაც შიშობენ, რომ ხალხი მის მონახულებას გადაწყვეტს და შესაძლოა უდაბნოში დაიკარგონ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ დრომდე არავის განუცხადებია, რომ მონოლითი ეკუთვნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი