ახალი ამბები

შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო ხომალდი უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა

24 ნოემბერი, 2020 • 1178
შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო ხომალდი უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა

აშშ-ის სამხედრო ხომალდი “დონალდ კუკი” შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიაა და „დონალდ კუკს” მრავალჯერ გამოუცდია შავი ზღვის ქვეყნების სტუმართმოყვარეობა”, – განაცხადა ხომალდის მეთაურმა კელი ჯოუნსმა.

აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ატარებს. მათ შორისაა: ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

“მსოფლიოს ინტერესებშია, რომ შეინარჩუნოს სტაბილური, წარმატებული შავი ზღვის რეგიონი და შეაკავოს აგრესიული აქტორები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის დესტაბილიზაციას ცდილობენ”, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი