აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 12 ნოემბრის შეხვედრის შედეგად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის დამტკიცდა საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროგრამა.
აფხაზური მხარის ცნობითვე, ახალი დოკუმენტი სამოკავშირეო და სტრატრეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2014 წელს გაფორმდა. მისი მიზანი კი რუსეთის საინტეგრაციო პროცესებში აფხაზეთის სრულფასოვანი მონაწილეობისთვის კარგი პირობების შექმნაა.