ახალი ამბები

24 საათში გარდაიცვალა 49 ადამიანი, დაინფიცირდა 4048 | კორონავირუსი

22 ნოემბერი, 2020 • 1863
24 საათში გარდაიცვალა 49 ადამიანი, დაინფიცირდა 4048 | კორონავირუსი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4048 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ სამთავრობო Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამჟამინდელი სტატისტიკით, სულ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 104732 , ბოლო 24 საათში – 4048; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 85639 , ბოლო 24 საათში – 3856; მათ შორის გარდაცვლილი – 976 , ბოლო 24 საათში – 49, კარანტინის რეჟიმში – 2159; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6189; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3449.

გარდაცვალების 49 შემთხვევიდან 24 თბილისზე მოდის, აჭარაზე – 13, იმერეთზე – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთზე – 1, ქვემო ქართლზე – 3, ხოლო შიდა ქართლზე – 1 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა – 447, იმერეთი – 772, ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 241, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 389, კახეთი – 164, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში – 147, იმერეთში – 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 114, იმერეთში – 45.

მასალების გადაბეჭდვის წესი