ახალი ამბები

ხმაური იყო უბანზე, სადაც ივანიშვილმა მისცა ხმა

21 ნოემბერი, 2020 • 1001
ხმაური იყო უბანზე, სადაც ივანიშვილმა მისცა ხმა

საარჩევნო უბანზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, ხმაური იყო. ადგილზე მივიდა კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული გიორგი ცააძის და, ირინა ცააძე, რომელსაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან შეხვედრა სურდა.

“რუსთავი2”-ის თანახმად, მას პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა, თუმცა არ აუხსნია, რატომ.

ირინა ცააძე აღნიშნავს, რომ მისი ძმა “ტყვეა” და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას კვლავ ეცდება.

“სახელმწიფო გაანადგურა ივანიშვილმა. ჩემი ძმა ჰყავ დატყვევებული, 6 წელიწადია. ის პოლიტპატიმარიც არ არის, ტყვეა ჩვეულებრივი”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

გიორგი ცააძე 2006 წლის 2 მაისს, “კორტების სპეცოპერაციისას” მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა  და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზეა ბრალდებული . იმ პერიოდში ის შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

ცააძე 2015 წელს დამნაშავედ ცნეს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ოჯახი ბრალს არ იზიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი