ახალი ამბები

მჯერა, რომ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს – ივანიშვილი

21 ნოემბერი, 2020 • 671
მჯერა, რომ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს – ივანიშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, სჯერა, რომ “საღი აზრი აჯობებს” და საქართველო მრავალპარტიულ პარლამენტს მიიღებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა.

“შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში იყო ჩატარებული.

შედეგად მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად, იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, თუმცა მჯერა, რომ საღი აზრი აჯობებს  და მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს”, – თქვა მან.

დამაზუსტებელ კითხვას, სჯერა თუ არა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ივანიშვილმა უპასუხა:

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, თუმცა მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი