ნეტგაზეთი | პირველადი ინფორმაციით, მიკროსაფინანსოში შეიარაღებული პირია შეჭრილი – შსს პირველადი ინფორმაციით, მიკროსაფინანსოში შეიარაღებული პირია შეჭრილი – შსს – Netgazeti
RU | GE  

პირველადი ინფორმაციით, მიკროსაფინანსოში შეიარაღებული პირია შეჭრილი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისზე თავდასხმის შესახებ შეტყობინება შევიდა.

უწყების განმარტებით, პირველადი ინფორმაციით, ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.

“თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები” , – ვკითხულობთ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის  სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი