ახალი ამბები

თოვის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

19 ნოემბერი, 2020 • 1341
თოვის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტით გადაადგილება.

უწყების თანახმად, გუდაური-კობის გარდა, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობამ და დაბალმა ტემპერატურამ პრობლემები შექმნა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 მონაკვეთზეც. აქ ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დილის საათებში შეფერხება იყო  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ14-კმ40 მონაკვეთზეც, თუმცა, დეპარტამენტის თანახმად, ადგილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგა.

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი