ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

19 ნოემბერი, 2020 • 1051
სომხეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

სომხეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრად პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა არა აივაზიანი დანიშნა.

აივაზიანი 2020 წლის 14 ოქტომბრიდან მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, იქამდე კი სხვადასხვა ქვეყანაში სომხეთის ელჩი იყო.

საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, საკუთარი სურვილით გადადგა.

ზოჰრაბ მნაცაკანიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაში 2018 წლის მაისიდან იკავებდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი