ახალი ამბები

დავით ბაქრაძე კელი დეგნანს შეხვდა

19 ნოემბერი, 2020 • 1091
დავით ბაქრაძე კელი დეგნანს შეხვდა

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში 19 ნოემბერს აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე იმყოფებოდა. როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ბაქრაძემ განაცხადა, დეგნანთან ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გარღმავების შესახებ.

“სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შედეგად გამართული ორმხრივი შედეგების შედეგად, აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯები დაისახა. ყოველთვის სასარგებლოა ჩემი თბილისში ვიზიტის დროს, ქალბატონი დეგნანის ვაშინგტონში ვიზიტის დროს ჩვენი შეხვედრები, რაც ხელს უწყობს ორი საელჩოს მხრივ ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.  ჩვენ ასეც ვაკეთებთ ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა”, — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის გარდა, ბოლო დღეებში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლები წარმომადგენლების მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც. ჯერჯერობით მესამე რაუნდის გამართვის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა, როგორც დიალოგის მონაწილეები აცხადებენ, შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი