ახალი ამბები

გლდანში ავტობუსის ზოლში მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა

19 ნოემბერი, 2020 • 1571
გლდანში ავტობუსის ზოლში მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა

გლდანში ავტობუსის ზოლში მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი