ახალი ამბები

2003-ში მაილსი მეუბნებოდა, მე-2 ადგილს დათანხმდიო. დავთანხმდი?! – სააკაშვილი

18 ნოემბერი, 2020 • 1203
2003-ში მაილსი მეუბნებოდა, მე-2 ადგილს დათანხმდიო. დავთანხმდი?! – სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ პარლამენტში შესვლაზე მოწოდებებთან დაკავშირებით.

სააკაშვილის თქმით, არავის ახვევს თავის აზრს თავს, თუმცა მხარს უჭერს ოპოზიციის გადაწყვეტილებას პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები მოწმობს, რომ მათ არ აქვთ კონტრკითხვები ოპოზიციის განცხადებებზე საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.

“შემდეგ ამბობენ, რომ კი გაგიყალბეს, მაგრამ იქნებ მოილაპარაკოთ რაღაცაზე… 2003 წელს აშშ-ის ელჩი იყო რიჩარდ მაილსი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა, დათანხმდი მეორე ადგილს, თუმცა ჩვენ მყარი პირველი ადგილი გვქონდა, ბოლოს მეუბნებოდა, მე-3 ადგილს დათანხმდიო, არ გვინდა არეულობა, ჩვენი ინტერესია, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და შიგნით იბრძოლოთო. მერე დავთანხმდი? რომ არ დავთანმხდი და გავიმარჯვეთ, მერე დამირეკა ბუშმა, მომილოცა, ჩამიხუტა გულში, კოლინ პაუელი ჩამოვიდა ჩემს ინაუგურაციაზე, ათასჯერ მიმიღეს ტრიუმფით და ა.შ. ასე ხდება, როცა შენი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძვი. ესაა ჩვენი ქვეყანა, ვერავინ გვაიძულებს და მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს  ეწინააღმდეგება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

აშშ-ის სახ.დეპ-ის პოზიცია არჩევნებზე სრულად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი