ახალი ამბები

“დადასტურდა ჩვენი პროამერიკული ხელისუფლების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა” – კობახიძე

18 ნოემბერი, 2020 • 996
“დადასტურდა ჩვენი პროამერიკული ხელისუფლების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა” – კობახიძე

“ქართული ოცენბის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა “საქართველოს პროამერიკული ხელისუფლების მიმართ”.

მისი თქმით, ხელისუფლების წარომადგენლებთან პომპეოს ვიზიტის შემდეგ უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს შესძენს ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ თანამშრომლობას:

“ეს ვიზიტი არის ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის, ასევე აშშ-ის, საქართველოს და საქართველოს პროამერიკული ხელისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება. ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი ახალ სტიმულს შესძენს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას”, – ამბობს კობახიძე. 

კობახიძემ ასევე ისაუბრა პომპეოს და არასამთავრობოების შეხვედრის შემდეგ NGO-ების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” წარმომადგენლის, გია გვილავას განცხადებით, პომპეომ სასამართლოში არსებული გავლენიან ჯგუფზე დასვა კითხვა, რომელსაც არასამთავრობოები კლანს უწოდებენ.

კობახიძის თქმით, შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარებით გამოიკვეთა, რომ არასამთავრობოების წარმომადგენლებმა პომპეოს კონკრეტული მაგალითები ვერ მოუყვანეს, რომელიც სასამართლოში კორუფციის ან სხვა უხეში ხარვეზების დამადასტურებელი იქნებოდა:

“ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიყვანეს, რომ იქ არის კორუფციის გამოვლინება ან რაიმე სხვა უხეში ხარვეზები. ერთადერთი, რაც პირზე აკერიათ, ეს არის კლანი, მაგრამ როდესაც ჩაუღრმავდებიან უკვე სასამართლოში მიმიდინარე პორბლემებს და საქმეებს, არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, რაც ამ კომენტარშიც ძალიან კარგად გამოიკვეთა”, – ამბობს კობახიძე. 

მან ასევე პრორუსულად მოიხსენია ოპოზიციის ნაწილი კერძოდ, “ენმ და მისი განშტოებები”.

“კლანი” სასამართლოში და არაფორმალური მმართველობა – NGO-ების შეხვედრა პომპეოსთან

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი