ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დღეს აფხაზეთში ომის შეკავების ფაქტორი რუსეთია| ბჟანია

17 ნოემბერი, 2020 • 987
დღეს აფხაზეთში ომის შეკავების ფაქტორი რუსეთია| ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დღევანდელ, 17 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ყარაბაღის ომზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით აფხაზეთში ომის შეკავების ფაქტორის შესახებ ისაუბრა.

“პირველი გაკვეთილი, რომელიც ყარაბაღის ომიდან უნდა გამოვიტანოთ, ეს არის მშვიდობის ფასი. ათასობით ოჯახმა იწვნია უბედურება და მნიშვნელოვანია, მსგავსი არ განმეორდეს. მეორე გაკვეთილი, ეს არის ის, თუ რა საშუალებებით შეგვიძლია მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენ გადაუჭრელი საკითხი გვაქვს საქართველოსთან. 

ამ ეტაპზე აფხაზი ხალხის სამხედრო ინტერესების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირული ურთიერთობების გაძლიერება.  

 2008 წლის ომი არსობრივად განსხვავდება 2020 წლის ყარაბაღის ომისგან. მათ შორის, ტექნიკური თვალსაზრისით. კომპიუტერიზაციისა და რობოტიზაციის პროცესი სამხედრო სფეროშიც მიმდინარეობს. ამ მხრივ კი, რა დონეზე არიან დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალები? შესაბამისად,  რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები მაქსიმალურად უნდა შეივსოს, თუკი პროგრესი და ქვეყნის განვითარება გვინდა. ძალიან რთულია ამ სამყაროში თვითდამკვიდრება ძლიერი და საიმედო მხარდაჭერის გარეშე.

ღია წყაროებში შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია საქართველოს სამხედრო პოტენციალის შესახებ [ამავე დროს, მე არ ვავლებ ტოლობის ნიშანს ქართველ ხალხსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის].

როგორ ფიქრობთ, რისთვის იზრდება ეს პოტენციალი. შეხედეთ აზერბაიჯანის არმიას ოცდაათი წლის წინ და აზერბაიჯანის არმიას დღეს. ეს ორი სხვადასხვა არმიაა. კარგია, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებობს ისეთი მძლავრი ფაქტორი, როგორც რუსეთის ფედერაციაა”, – აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტი. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი