ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კონფლიქტის მხარეებმა ყარაბაღში ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს

17 ნოემბერი, 2020 • 716
კონფლიქტის მხარეებმა ყარაბაღში ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მხარეებმა, რუსი სამშვიდობოებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამდგლობლობით, სამხედროთა ცხედრები გაცვალეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე საუბარია 200 ცხედარზე.

წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების შუამავლობით, მხარეებმა ცხედრები რამდენიმე დღის წინაც გაცვალეს.

რუსული მხარის ინფორმაციით, რომელსაც სომხური მედია ავრცელებს, ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საომარი მოქმედებების დროს, მთლიანობაში, 4 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 8 ათასამდე დაშავდა.

10 ნოემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულების შესახებ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მთიან ყარაბაღში უნდა შეიქმნას სამშვიდობო ცენტრი, რომელიც გააერთიანებს თურქ და რუს სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კონტროლს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი