ახალი ამბები

გვყავს 740 მძიმე პაციენტი, რომელთაგან 332 სუნთქვის აპარატზეა — მთავრობა

17 ნოემბერი, 2020 • 958
გვყავს 740 მძიმე პაციენტი, რომელთაგან 332 სუნთქვის აპარატზეა — მთავრობა

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევა  16 219 არის.   

მათივე მონაცემებით, 5 662 ადამიანი  საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 630, აჭარაში – 911იმერეთში – 1 142.

აქედან მძიმე პაციენტი  740-იამათ შორის, თბილისში – 378, აჭარაში – 137, იმერეთში – 115.

 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 332 პირი, მათ შორის, თბილისში – 132, აჭარაში – 117, იმერეთში – 24. 3 351 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 607 – აჭარაში, 239 – თბილისში, ხოლო 222 – იმერეთში. ბინაზე  მკურნალობს 7 206 პირი.

საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 797 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 424, აჭარაში -1 610, ხოლო იმერეთში – 32.

6 ოქტომბრიდან – 16 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 15 831 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 103 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 14 881 პირი, აჭარაში – 16 724, იმერეთში – 5 387.

მასალების გადაბეჭდვის წესი