საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი. ინფომრაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გარდავლილი 45 პაციენტიდან თბილისში 18 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – 9, იმერეთში – 9, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 5, კახეთში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი.
უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 638 ადამიანი.
საერთო ჯამში, 26 თებევრლიდან დღემდე კორონავირუსის 85 952 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 68 929 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 778.