ახალი ამბები

ვინც სხვის ამომრჩეველს პატივს არ სცემს, ვერავის ნდობას დაიმსახურებს — სამადაშვილი II ტურებში სირცხვილის კორიდორებზე

16 ნოემბერი, 2020 • 1012
ვინც სხვის ამომრჩეველს პატივს არ სცემს, ვერავის ნდობას დაიმსახურებს — სამადაშვილი II ტურებში სირცხვილის კორიდორებზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ენმ-სგან წამოსულ ინიციტიავას ეხმაურება, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებზე მისული ამომრჩევლებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გულისხმობს.

როგორც სამადაშვილი ამბობს, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებს.

“არ ვიცი, იდეა, მოქალაქეებისთვის მეორე ტურზე სირცხვილის დერეფნების მოწყობის, ვის ეკუთვნის. მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ”, — წერს სამადაშვილი.

ოპოზიცია მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნებზე სირცხვილის კორიდორების მოწყობას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ვარშალომიძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე გაავრცელა.

“373 საარჩევნო უბანია აჭარაში. არჩევნებზე მივიდეთ ყველა  უბანთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორები” ,– უთხრა აქციის მონაწილეებს ლევან ვარშალომიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი