ახალი ამბები

კორონავირუსის 3157 ახალი შემთხვევა და 30 გარდაცვლილი – 16 ნოემბერი

16 ნოემბერი, 2020 • 967
კორონავირუსის 3157 ახალი შემთხვევა და 30 გარდაცვლილი – 16 ნოემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი. ინფომრაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 230 ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, 30 პაციენტიდან 15 თბილისში გარდაიცვალა, 5- აჭარაში, 7- იმერეთში, შიდა ქართლში- 2 , ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი.

საერთო ჯამში 26 თებევრლიდან დღემდე კორონავირუსის 82 835 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 65 291 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 733.

მასალების გადაბეჭდვის წესი