ახალი ამბები

სკოპიეში ჩრდ. მაკედონიის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მთელი ღამე ზეიმობდნენ [ფოტო]

13 ნოემბერი, 2020 • 884
სკოპიეში ჩრდ. მაკედონიის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მთელი ღამე ზეიმობდნენ [ფოტო]

სკოპიეში მთელი ღამის განმავლობაში ზიემობდნენ ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.

ისტორიული გამარჯვება ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა თბილისში, “დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრების დამარცხების შედეგად მოიპოვა და ისტორიაში პირველად მიეცა ევროტურნირზე ასპარეზობის შესაძლებლობა.  გოლი, რომელმაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, მაკედონიელების კაპიტანმა, გორან პანდევმა შეხვედრის 56-ზე წუთზე გაიტანა.

საკუთარი გუნდის გამარჯვება სკოპიეში გულშემატკივრებმა აღნიშნეს. ისინი მთელი ღამის განამვლობაში ქალაქის ქუჩებში მანქანებით და დროშებით გადაადგილდებოდნენ და საკუთარი გუნდის წარმატებას ზეიმობდნენ.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ “ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს” ფოტორეპორტაჟს სკოპიედან:

ფოტო: EPA-EFE/NAKE BATEV

ფოტო: EPA-EFE/NAKE BATEV

ფოტო: EPA-EFE/NAKE BATEV

ფოტო: EPA-EFE/NAKE BATEV

ფოტო: EPA-EFE/NAKE BATEV

ფოტო: EPA-EFE/NAKE BATEV

ფოტო: EPA-EFE/NAKE BATEV

მასალების გადაბეჭდვის წესი