ახალი ამბები

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

13 ნოემბერი, 2020 • 665
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ნეგტაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი