ახალი ამბები

მე ვასრულებ ჩემს საქმიანობას საქართველოს ნაკრებში — ვაისი

13 ნოემბერი, 2020 • 1225
მე ვასრულებ ჩემს საქმიანობას საქართველოს ნაკრებში — ვაისი

ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში საქმიანობას ორი თამაშის შემდეგ ასრულებს.

ვაისმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

“ბოდიში დღევანდელი დღისთვის. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მე მეკისრება. ეს არის ფეხბურთი, ეს არის ცხოვრება. ბოდიშს ვუხდი ფეხბურთელებს, ფედერაციას, ბოდიშს გიხდით თქვენ, გულშემატკივრებს. ჩრდილოეთ მაკედონიამ ერთი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა, ვულოცავ მათ. ისინი უკეთესები იყვნენ. ძალიან სამწუხარო დღეა ჩემთვის, გუნდისთვის, ყველასთვის […] რაც შეეხება ჩემს მომავალს, ორი თამაშის შემდეგ შეგიძლიათ დაელოდოთ ახალ მთავარ მწვრთნელს, რომელიც ეყოლება საქართველოს ნაკრებს ახალი იმედებით. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორი თამაშის შემდეგ მე ვასრულებ ჩემს საქმიანობას საქართველოს ნაკრებში”, — განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს.

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითმაშებს, 18 ნოემბერს კი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი