ახალი ამბები

დიდი ალბათობით, მეორე შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, მივიღებთ თუ არა მეორე ტურში მონაწილეობას — ელისაშვილი

12 ნოემბერი, 2020 • 1169
დიდი ალბათობით, მეორე შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, მივიღებთ თუ არა მეორე ტურში მონაწილეობას — ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ელჩებთან მეორე შეხვედრაზე გაირვევა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას.

მისი თქმით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე რაც დაზუსტებით გაირკვა, ისააა, რომ მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

“დღეს მეორე ტურამდე გაცილებით ადრე შევთანხმდით, უხლოეს მომავალში. ალბათ, მეორე ტურები გაიმართება/არ გაიმართება, მივიღებთ მონაწილეობას/არ მივიღებთ მონაწილეობას, ზოგადად, პარლამენტის საქმიანობაში მივიღებთ მონაწილეობას თუ არა, ეს გაირკვევა დიდი ალბათობით მეორე შეხვედრის შემდეგ”, — განაცხადა ელისაშვილმა “რუსთავი 2-თან”.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას იმ პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნების წინასასწარი შედეგებით 1%-იანი ბარიერი გადალახეს. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. საპირისპირო პოზიცია აქვს ხელისუფლებას.

ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის I რაუნდი დასრულდა – რა თქვეს პოლიტიკოსებმა

მასალების გადაბეჭდვის წესი