ახალი ამბები

“დინამო არენასთან”  საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები იკრიბებიან

12 ნოემბერი, 2020 • 1187
“დინამო არენასთან”  საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები იკრიბებიან

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის დაწყებამდე “დინამო არენასთან”  საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები იკრიბებიან. ისინი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის  დღეს, 21:00 საათზე , “დინამო არენაზე” გაიმართება. ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით სტადიონზე გულშემატკვირები არ დაიშვებიან. ამასთან, დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00 საათის შემდეგ გარეთ გადაადგილება იკრძალება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი აპირებს, რომ მატჩის დასრულებამდე “დინამო არენასთან” იყოს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი