ახალი ამბები

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

12 ნოემბერი, 2020 •
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე გამოძახებიდან 4-5 წუთში მივიდნენ, თუმცა კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

საგანგებოს თქმით, ხანძრის ქრობა სამი მხრიდან მიმდინარეობდა, რადგანაც კორპუსი გამჭოლი იყო და არსებობდა მისი სხვა ბინებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლის დროული ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

დამწვარია დაახლოებით 35 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა. ხანძრის მიზეზების დასადგენად შესაბამისი სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი