ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი დაუდასტურდა

11 ნოემბერი, 2020 • 2778
ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბერს გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

კვარაცხელიას გარდა, ვირუსი დაუდასტურდა ლევან შენგელიასაც. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ტესტირება, უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) ჩატარდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს თბილისში, დინამოს არენაზე გაიმართება. ამ მატჩში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითმაშებს, 18 ნოემბერს კი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი