ახალი ამბები

მივესალმებით ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ — ჰარცელი

11 ნოემბერი, 2020 • 540
მივესალმებით ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ — ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგისაკენ  მოწოდებებს მიესალმება  და მხარდაჭერისათვის მზაობას გამოთქვამს.

“მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი”, — წერს ჰარცელი ტვიტერზე.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მოლაპარაკებების მთავარ წინაპირობად არჩევნების შედეგების პატივისცემას ასახელებს.
ოპოზიცია კი ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას ითხოვს და ამ მოთხოვნებით აქციებს მართავს. მოლაპარაკებებსაც ხელსუფლებასთან სწორედ ამ საკითხებზე გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი