ახალი ამბები

“სირცხვილიას” ორი წევრის სასამართლო პროცესი გადაიდო

10 ნოემბერი, 2020 • 797
“სირცხვილიას” ორი წევრის სასამართლო პროცესი გადაიდო

“სირცხვილიას” ორი აქტივისტის, გიორგი მჟავანაძისა და ნოდარ რუხაძის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამის შესახებ ნეტგაზეთს დაკავებულების ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა უთხრა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო, ჯამში, სამი დაკავებულების საქმეს განიხილავდა, მათგან ერთი ლექსო მაჭავარიანი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.

მარიკაშვილის თქმით, რუხაძისა და მჟავანაძის პროცესები ხვალ, 11 ნოემბერს, მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 9 ნოემბერს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ჯამში, ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვნენ მოძრაობა “სირცხვილიას” 3 წევრი: ლექსო მაჭავარიანი, გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე.  საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაჭავარიანი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი