ახალი ამბები

გიორგი გახარია ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

10 ნოემბერი, 2020 • 522
გიორგი გახარია ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობითვე, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემდგომი დიალოგის პერსპექტივები. ორივე მხარემ აღნიშნა რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესების გააქტიურების მნიშვნელობა.

სამმხრივი შეთანხმება, არეულობა ერევანში და რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში

მასალების გადაბეჭდვის წესი