ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გრძელვადიანმა შეთანხმებამ სომხეთის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს – მაკრონი

10 ნოემბერი, 2020 •
გრძელვადიანმა შეთანხმებამ სომხეთის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანეულ მაკრონის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სწავლობენ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთნხმების დეტალებს.

ამავე დროს, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გრძელვადიანმა შეთანხმებამ უნდა გაითვალისწინოს სომხეთის ინტერესები.

განცხადების თანახმადვე, თურქეთმა უნდა „დაასრულოს პროვოკაციები რეგიონში და თავი შეიკავოს ისეთი რამის გაკეთებისგან, რამაც შესაძლოა მომავალი შეთანხმება დააზიანოს“. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

10 ნოემბრის შეთანხმებით ერევანს, ბაქოსა და მოსკოვს შორის, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები წყდება. ახალი შეთანხმების თანახმად, ყარაბაღში უკვე დაიწყო რუსი მშვიდობისმყოფელების დისლოკაცია.

რუსი მშვიდობისმყოფელები რუსული გავლენის ზრდას ნიშნავს | ივლიანე ხაინდრავა

რუსი მშვიდობისმყოფელები რუსული გავლენის ზრდას ნიშნავს | ივლიანე ხაინდრავა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი