ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავთანდილ ოსეფაიშვილი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 26 ოქტომბერს შეიყვანეს და დაავადების სიმძიმის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავთანდილ ოსეფაიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს უსამძიმრებს.
ავთანდილ ოსეფაიშვილი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობდა და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.







