ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში რადიო თავისუფლების ოფისს თავს დაესხნენ

10 ნოემბერი, 2020 • 1522
ერევანში რადიო თავისუფლების ოფისს თავს დაესხნენ

სომხეთის მიერ ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაწყებული პროტესტისა და მასობრივი დაუმორჩილებლობისას, ერევანში,  რადიო თავისუფლების ოფისს უცნობი პირები თავს დაესხნენ.

ორგანიზაციის ერევნის ოფისის აღმასრულებელი პროდიუსერი არტაკ ჰამბარძუმიანი სოციალურ ქსელში თავდასხმის ამსახველ ვიდეო-მასალას ავრცელებს.

გამბარძმიანის თქმით, ოფისს დაახლოებით 40-მდე პირი დაესხა თავს, მათ შორის ერთ-ერთი დაშნაკცუთიუნის წევრი იყო.


ერევანში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი Facebook-ის გვერდით მოქალაქეებს მიმართა, რომ სომხეთმა ხელი მოაწერა ყარაბაღის ომის დასრულების შეთანხმებას, ხოლო ამ დოკუმენტის ტექსტი დაუჯერებლად მძიმე იყო სომეხი ხალხისთვის.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული შეთანხმებით სომხეთი იღებს ვალდებულებას, აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი