ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან | პუტინი

10 ნოემბერი, 2020 •
ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან | პუტინი

“მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდოები განთავსდებიან”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“დღეს, 9 ნოემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალიევის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილია განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ცეცხლი სრულად წყდება და სრულდება ყველა საბრძოლო მოქმედება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოსკოვის დროით 2020 წლის 10 ნოემბრის 00:00 საათიდან”, – აცხადებს პუტინი.

მისივე თქმით, “რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ხაზისა და იმ კორიდორის გასწვრივ, რომელიც არაღიარებულ რესპუბლიკას სომხეთის რესპუბლიკასთან აკავშირებს”.

ყარაბაღში ომს ვწყვეტთ, ეს დაუჯერებლად მტკივნეულია | ნიკოლ ფაშინიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი