შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით ოთხი პირია დაკავებული. მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მათი 3 წევრი: ლექსო მაჭავარიანი, გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე.
ჯერჯერობით უცნობია მეოთხე დაკავებულის ვინაობა.
მაჭავარიანის დაკავება საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემაც დაადასტურა და თქვა, რომ ის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმირჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული:
“სირცხვილიას” წარმომადგენლები დაკავებებს უკანონოდ აფასებენ და ამბობენ, რომ აქტივისტები შეშის გამოყენებას მხოლოდ გათბობის მიზნით აპირებდნენ და პოლიციამ მათი მიტინგზე შეტანა უკანონოდ შეუზღუდა. ვაჟა სირაძის თქმით კი, არსებობს გამოცდილება, როცა შეშა ძალადობისთვის გამოიყენეს, მათ შორის, პოლიციელების წინააღმდეგ.
“სირცხვილიას” აქტივისტები სხვა მომიტინგეებთან ერთად ღამის რუსთაველზე გათენებას აპირებენ. ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ მთავრობის მიერ დადგენილ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 22:00-დან 05:00 საათამდე სქუჩაში ყოფნა იკრძალება.
“შინაარსობრივად არაკონსტიტუციური”- რა განასხვავებს “წერტილოვან შეზღუდვას” კომენდანტის საათისგან