ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში რუსეთის ვერტმფრენი ჩამოაგდეს – მოსკოვი

9 ნოემბერი, 2020 • 942
სომხეთში რუსეთის ვერტმფრენი ჩამოაგდეს – მოსკოვი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

რუსული მხარის ცნობით, ინციდენტი მოსკოვის დროით 17:30 საათზე მოხდა, როდესაც ვერტმფრენი სომხეთში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე რუსული 102-ე ბაზის ავტოკოლონას აცილებდა.

რუსული მხარის ინფორმაციითვე, ვერტმფრენმა კონტროლი სარაკეტო დარტყმის შემდეგ დაკარგა.

ამჟამად, მოსკოვის ცნობით, რუსული 102-ე ბაზა იძიებს, თუ ვინ ჩამოაგდო რუსული ვერტმფრენი.


მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ სამჯერ შედგა ე.წ. ჰუმანიტარული ზავი, ორჯერ რუსეთის ჩართულობით, ერთხელ კი აშშ-ს მონაწილეობით, თუმცა სამივე შემთხევაში მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე შეთანხმების პირობებს არღვევდა. გუშინ ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ ხალხს მიმართა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ აიღო ქალაქი შუშა/შუში. მის განცხადებას სომხური მხარის მიერ ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია. მთიან ყარაბაღში ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი