ახალი ამბები

არ დავემორჩილები, მაგრამ ამისკენ სხვებს ვერ მოვუწოდებ — ელისაშვილი აქციაზე 10 საათის შემდეგ დარჩენაზე

9 ნოემბერი, 2020 • 679
არ დავემორჩილები, მაგრამ ამისკენ სხვებს ვერ მოვუწოდებ — ელისაშვილი აქციაზე 10 საათის შემდეგ დარჩენაზე

პარტია “მოქალექეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დღეს, 9 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 10 საათის შემდეგ დარჩენას აპირებს, თუმცა სხვებს ამისკენ ვერ მოუწოდებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.

“მე პირადად არ ვაპირებ, რომ დავემორჩილო იმ კანონს, რომელსაც არ ვეთანხმები. მე ვარ კანონის პატივისმცემელი, მაგრამ არ ვარ კანონმორჩილი. მე კანონს პატივს უნდა ვცემდე, რომ დავემორჩილო, მაგრამ მე არ დავემორჩილები და არც ჯარიმის გადახდას ვაპირებ, თუ დამაჯარიმებენ, მაგრამ ამისკენ სხვებს ვერ მოვუწოდებ. ეს ისეთი საკითხია, რომ ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. მე აქ ვიდგები 10 საათის შემდეგ”, — განუცხადა ელისაშვილმა “მთავარ არხს”.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც აცხადებს,რომ მისი პარტიის წევრებს არ მოუწოდებს, 10 საათის შემდეგ აქციაზე დარჩნენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, 7 ნოემბერს განაცხადა. რეგულაცია ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. ის გავრცელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში.

მთავრობა აღნიშნულს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ხსნის. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა,“ეს არ არის კომენდანტის საათი. ეს არის გადაადგილების შეზღუდვა”. მისივე თქმით, 2 000 ლარით დაჯარიმდება ფიზიკური პირი, რომელიც რეგულაციას დაარღვევს

მასალების გადაბეჭდვის წესი