ნეტგაზეთი | ალდაგი კორპორაციული პასუხისმგებლობის დაჯილდოების გამარჯვებულია ალდაგი კორპორაციული პასუხისმგებლობის დაჯილდოების გამარჯვებულია – Netgazeti
RU | GE  

ალდაგი კორპორაციული პასუხისმგებლობის დაჯილდოების გამარჯვებულია

ნომინაციაში „ინოვაცია, მრეწველობა და ინფრასტრუქტურა, სადაზღვევო კომპანია ალდაგი კორპორაციული პასუხისმგებლობის დაჯილდოება 2020-ის გამარჯვებული გახდა.

ალდაგმა ჯილდო COVID-19- პანდემიის პერიოდში ციფრული ტრანსფორმაციისთვის მიიღო, რაც პროცესების სრულ ავტომატიზაციასა და სერვისების გაციფრულებას გულისხმობს. კომპანიამ შექმნა ვებ აპლიკაცია, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას კლიენტის იდენტიფიცირებისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„AI და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, შევძელით პანდემიის დასაწყისშივე უზრუნველგვეყო მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი სამი პირობა – გამჭვირვალობა, მომსახურების სისწრაფე და მოქნილობა. გვიხარია, რომ ეს შევძელით უმოკლეს ვადებში, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. აღნიშნულ ტექნოლოგიებს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა და კომპანია გეგმავს მისი გამოყენებით გააფართოვოს თავისი ტექნოლოგიური ეკოსისტემა სადაზღვევო ანაზღაურების და რისკების მართვის მოდელირებისთვის,“- ამბობს ალდაგის სტრატეგიული დეპარტამენტის დირექტორი, შოთა ჩაჩხუნაშვილი.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 – გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის პროექტია. დაჯილდოების მიზანია ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიან ბიზნესქმედებას და ბიზნესის გააქტიურებას მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად.

დაჯილდოება 6 ნოემბერს, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ციფრულ ფორმატში ჩატარდა. გამარჯვებულები 8 კატეგორიაში გამოვლინდნენ: სიღარიბის აღმოფხვრა; ხარისხიანი განათლება; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა; გონივრული მოხმარება და წარმოება; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი