ახალი ამბები

საბურთალოზე საიუველირო მაღაზია გატეხეს

9 ნოემბერი, 2020 • 1139
საბურთალოზე საიუველირო მაღაზია გატეხეს

8 ნოემბერს ღამით თბილისში, პეკინის გამზირზე საიუველირო მაღაზია გატეხეს. როგორც მაღაზიის მფლობელი აცხადებს, ჩამსხვრეულია მაღაზიის კარი, ვიტრინები და წაღებულია სამკაულები.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას ჩადენილს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან  სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი