ახალი ამბებისაზოგადოება

მატარებლების მოძრაობის განრიგი შეიცვალა – დღეიდან გადაადგილება იზღუდება

9 ნოემბერი, 2020 • 1564
მატარებლების მოძრაობის განრიგი შეიცვალა – დღეიდან გადაადგილება იზღუდება

დღეიდან, 9 ნოემბრის 22:00 საათიდან, ძალაში შედის საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. იმის გამო, რომ 22:00-დან 5:00 საათამდე საქართველოს 7 ქალაქში აკრძალულია როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოძრაობა, შეიცვალა მატარებლების მოძრაობის განრიგიც.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი დღეში ორჯერ, 08:00 და 15:05 საათზე გავა, ბათუმიდან კი, 07:50-ზე და 15:25 საათზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი