ახალი ამბები

ამერიკელმა ხალხმა თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არაა – ნათელაშვილი

8 ნოემბერი, 2020 • 1138
ამერიკელმა ხალხმა თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არაა – ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს საპროტესტო აქციაზე სიტყვით მიმართა და განაცხადა:

„გუშინ ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მისაღები გვაქვს ამ დღეებში. ოლიგარქია, თანაც რუსული, უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ“.

[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია; მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხდა].

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. დემონსტრნტების პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ.

პარლამენტთან ოპოზიცია შეიკრიბა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი